რეზონანსი
12.12.2025

ბატონი ფიშერის, ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადებები არახალია, ეს ადამიანები იქცნენ ნაცმოძრაობის პარტაქტივად, - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.

მისი თქმით, ეს განცხადებები ისევ მათ მორალურ მხარეზე მიუთითებს.

„რაც შეეხება [ელჩისადმი] მედიის მიერ დასმულ კითხვას ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით - არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი ასეთ პასუხს გაგვცემენ. ასე რომ, თითოეული მათი განცხადება, ასეთი უტიფარი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის, თავისუფალი მედიის მიმართ მხოლოდ მათ მორალურ მხარეზე, ჩვენს ქვეყანაში მათ პოლიტიკურ კუთვნილებაზე მიუთითებს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს „ქრონიკამ“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიასა და ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაზედაც პასუხად თავდასხმა მიიღო. ევროკავშირის ელჩმა კი ღონისძიება ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×