რეზონანსი
12.12.2025

როდესაც ვსაუბრობთ ბრიუსელის ელიტაზე, რომელიც ლობიზმით არის დაკავებული და სათავო ოფისი გახდა „ნაცმოძრაობის“, ღიად და არა ფარულად, მათგან რა მოლოდინი უნდა გვქონდეს?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ევროპარლამენტში გასამართ დებატებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რას უნდა ელოდოს ევროპელი ლიდერების შეხვედრიდან საქართველო იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაა და ხომ არ გაუარესდება სიტუაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

„ამ შეხვედრას ბევრად ყურადღებით უნდა დაელოდოს უკრაინა, თუ რა გადაწყდება მის მიმართ. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, როდესაც ვსაუბრობთ ბრიუსელის ელიტაზე, რომელიც ლობიზმით არის დაკავებული და სათავო ოფისი გახდა „ნაცმოძრაობის“, ღიად და არა ფარულად, მათგან რა მოლოდინი უნდა გვქონდეს?! ჩვენ სამტკიცებელი არავისთან არაფერი გვაქვს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე - იმ პოლიტიკით, რომელიც დაგვიკვეთა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×