რეზონანსი
12.12.2025

მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს. ამის უფლებას ვერ მივცემთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედი LIVE“-ში.

წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონს დრაკონულ კანონად მოიხსენიებენ და აპირებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ ამასთან დაკავშირებით.

„მიმართონ, დაველოდოთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ნებისმიერი კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში შედის, რომელიც დაინიციირდა, რომელსაც დავაინიცირებთ, ძალიან სერიოზულ გზას გადის, მსჯელობას, დადარებას საერთაშორისო სამართალთან. ეს მათი უფლებაა, რომ [სტრასბურგში] წაიღონ. ბევრი გვინახავს ხმამაღალი განცხადება სტრასბურგში წაღების, მაგრამ შემდეგ მათივე პროპაგანდისტულ მედიას საერთოდ გაუქრია ეს განცხადება. ეს [ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“] კანონი უზრუნველყოფს დემონსტრანტებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და აქ არის სწორი ბალანსი დასაცავი.

ვხედავთ, დადასტურებულად, 300-კაციანი დაფინანსებული ჯგუფი როგორ ძალადობს მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეზე დედაქალაქში. მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა, თუ იმ კანონს. ამის უფლებას ვერ მივცემთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები თანმდევ პროექტებთან ერთად მესამე მოსმენით 10 დეკემბერს მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×