რეზონანსი
11.12.2025

 საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა რუსეთისა და ბელორუსის გლობალურ სპორტში რეინტეგრაციისკენ და მათ მმართველ ორგანოებს ურჩია რომ ამ ქვეყნების ახალგაზრდულ გუნდებსა და სპორტსმენებს საშუალება მიეცეთ, სრულად დაიცვან თავიანთი ეროვნული სიმბოლოები, მათ შორის, ეროვნული დროშა და ჰიმნი - ინფორმაციას ამერიკული სპორტული მედია და ონლაინ პლატფორმა ESPN (Entertainment and Sports Programming Network-ი ავრცელებს.

სპორტსმენებს აქვთ "ფუნდამენტური უფლება, მიიღონ მონაწილეობა სპორტში მთელ მსოფლიოში და იბრძოლონ პოლიტიკური ჩარევისა და სამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლის გარეშე", - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

სპორტსმენების მხარდაჭერის ეს გზავნილი მისასალმებელი იქნება რუსეთსა და ისრაელში, რომელთა სპორტსმენებმაც ბოლო დროს ბოიკოტი და დისკრიმინაცია განიცადეს და ეს ხდება ლოს-ანჯელესში 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე სამ წელზე ნაკლები დროით ადრე, რაც შეერთებულ შტატებში პოლიტიკური დაპირისპირების რისკს ქმნის.

რუსეთის მიმართ განახლებული სტრატეგია ოლიმპიურ სამიტზე შემუშავდა - შეხვედრაზე, რომელსაც IOC-ის პრეზიდენტი, კირსტი კოვენტრი ხელმძღვანელობდა და რომელსაც ოლიმპიური ოჯახის ძირითადი დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×