რეზონანსი
11.12.2025

 საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს, კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ გაიმართოს შეხვედრები რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან, რომლებთანაც გვაქვს მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უკვე შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი ამ ქვეყანასთან და მნიშვნელოვანია, რომ უმაღლეს დონეზე იყოს ის საკითხები განხილული, რაც შეეხება ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს. აზერბაიჯანი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის და ის მჭიდრო ურთიერთობები ასევე საჭიროებს ყოველდღიურ რეჟიმში უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ დიალოგს.

ასევე, იქნება შესაძლებლობა სხვა ლიდერებთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შეხვედრისთვის, რაც ასევე საჭირო და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისთვის. ამ შეხვედრების ფარგლებში, პირველ რიგში, განხილული იქნება ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თემები, რაც დგას აქტიურად საქართველოს ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×