
20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა. დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რამდენწლიანი დავა და განხილვები დასრულებულია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას. გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი.
განცხადებაში აღინიშნა, რომ დიდი პალატა სრულად დაეთანხმა ქვედა პალატის კრიტიკულ შეფასებას სახელმწიფოს ვალდებულების შესახებ, ჩაატაროს საფუძვლიანი, დროული და ეფექტური გამოძიება.
"განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ კინეტიკური ჭურვებით დაზიანება ან პოლიციის მხრიდან პირდაპირი ფიზიკური ძალა იყო გაუმართლებელი მოპყრობა. დიდი პალატა აღიარებს, რომ საწყისი მშვიდობიანი დემონსტრაცია გადაიზარდა ძალადობრივ დაპირისპირებაში და რომ ინდივიდუალური ოფიცრები, შესაძლოა, გამართლებულნი ყოფილიყვნენ კინეტიკური ჭურვების გასროლაში, რათა შეეკავებინათ ძალადობრივი დემონსტრანტები ან აეცილებინათ საფრთხე. კინეტიკური დარტყმის ჭურვები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ უკიდურეს საშუალებად სიცოცხლის ან კიდურის მიმართ რეალური და გარდაუვალი საფრთხის საპასუხოდ. დიდმა პალატამ აღიარა, რომ დაძაბულობის სიტუაციაში, ბრბოს წინა რიგებში დაჟინებული და ძალადობრივი ქცევით, დემონსტრაციის დაშლა, სავარაუდოდ, გამართლებული იყო, - მით უმეტეს, რომ დემონსტრაცია უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა.
თუმცა დაშლის განხორციელების ფორმა ვერ გამართლდა განსაკუთრებით იმიტომ, რომ იქ მყოფებისთვის არც დემონსტრაციის დატოვების ბრძანება გაცემულა და არც მკაფიო, გასაგონი გაფრთხილება მომავალი კინეტიკური მოქმედების მქონე საშუალებების გამოყენების შესახებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოყენებული იქნა სამართალდამცავთა მხრიდან გადამეტებული და გაუმართლებელი ძალა, რამაც ყველა განმცხადებელს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. ეს შეიძლება ჩაითვალოს დიდი პალატის ძირითად მიგნებად ამ საქმეში.
დიდი პალატა სრულად დაეთანხმა ქვედა პალატის კრიტიკულ შეფასებას სახელმწიფოს ვალდებულების შესახებ, ჩაატაროს საფუძვლიანი, დროული და ეფექტური გამოძიება", - განაცხადეს დიდ პალატაში.