რეზონანსი
11.12.2025

ღიმილის მომგვრელია, „ქართული ოცნება“ როგორ ცდილობს სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესების გამოყენებას. აქაც იმავეს ცდილობს, ორმაგ სტანდარტებსა და ქვეყნის შიდა ჩარევაზე საუბრობს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

ხვედელიანის თქმით, ხელისუფლება ტყუილად ცდილობს, რომ თემები, რომლებიც სხვა ქვეყნებს ეხება, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

„რა თქმა უნდა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვებელია, მაგრამ როცა ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან მოწოდებებია და სხვადასხვა ნაბიჯი იდგმება, ეს მხოლოდ საქართველოში არსებული მდგომარეობის ცვლილებას, მოსახლეობის დახმარებას და სასარგებლო პროცესებს ეხებოდა, რაც ისევ ქვეყნის უკეთესობაზე აისახებოდა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ტყუილად ცდილობს, რომ თემები, რომლებიც სხვა ქვეყნებს ეხება, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×