რეზონანსი
11.12.2025

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის დროს BBC-ის ფილმთან დაკავშირებით საუბრობს.

ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „ფედერალისტების“ ცხელ ხაზზე ბევრი ინფორმაცია შედის მოწამვლასთან დაკავშირებით და ამასთან აცხადებს იმასაც, რომ BBC-ის ფილმი ჯერ გამოსული არ იყო, როცა რვა ოპოზიციურ პარტიას ბრიფინგი ჰქონდა ჩატარებული.

„ახლაც, ამ მოწამვლასთან დაკავშირებით, არ ჩერდება ცხელი ხაზი. ინფორმაცია ინფორმაციაზე შემოდის „ფედერალისტების“ ცხელ ხაზზე. მაგას ვაკეთებთ ახლა. BBC-ის ფილმი გამოსული არ იყო რვავე პარტიას ბრიფინგი გვქონდა....“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×