რეზონანსი
10.12.2025

მეყ­ვე­ლე ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე“ გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არ უჭერს მხარს ქუ­ჩის პრო­ტესტს და ამას­თა­ნა­ვე, 2016 წლის შემ­დეგ არც “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აძ­ლევს ხმას.

მისი თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი ველი სი­ნამ­დვი­ლე­ში არ ზრუ­ნავს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის­თვის იბ­რძვი­ან, რა­საც ხელს უწყობს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

“დღეს დავ­წერ რა­ტომ არ ვუ­ჭერ მხარს ქუ­ჩის პრო­ტესტს და ასე­ვე, რა­ტომ არ ვაძ­ლევ ხმას “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ­ცერთ არ­ჩევ­ნებ­ზე 2016 წლი­დან.

2016 წელს “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და­ას­რუ­ლა ტან­გო მე­და­სავ­ლე­თედ აღი­ა­რე­ბულ პარ­ტი­ებ­თან და მეც და­ვემ­შვი­დო­ბე... თუმ­ცა ბო­ლომ­დე მჯე­რო­და, რომ ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე უარს არ იტყო­და - კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, გა­ნათ­ლე­ბის და ჯან­დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი , ღირ­სე­უ­ლი პენ­სი­ის თემა, სოც პროგ­რა­მე­ბი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლო. მე­დი­აც ცხა­დია...

ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს და ცხა­დია, მე ვერ ვიქ­ნე­ბი მათი ამომ­რჩე­ვე­ლი. მუდ­მი­ვად ხმას მივ­ცემ მცი­რე პარ­ტი­ებს... სამ­თავ­რო­ბო პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ისე­დაც არ მსურს არას­დროს...

რა­ტომ არ ვუ­ჭერ მხარს ქუ­ჩის ოპო­ზი­ცი­ას...

არ­ცერ­თი ჯან­მრთე­ლი და სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი, არც მო­წო­დე­ბა და არც პროგ­რა­მა მე არ მო­მის­მე­ნია.15 წე­ლია ვერ და არ მო­ხერ­ხდა ერთ პლატ­ფორ­მა­ზე შე­თან­ხმე­ბა. ყვე­ლა ტორ­ტის დიდი ნაჭ­რის დათ­რე­ვა­ზე “ჩა­ლი­ჩობს“ და უპერ­სპექ­ტი­ვო - მერე გა­მოჩ­ნდე­ბა წრე­ზე ტრი­ა­ლი.

მერე არა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა...

ეს კბი­ლი ბევ­რჯერ მო­ვიც­ვა­ლეთ...

აბა გა­მო­ი­ცა­ნით ვინ აწა­კწა­კებს კბი­ლებს ამ მოზ­რდილ ნა­ჭერ­ზე..? დიახ, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და არ გინ­დათ ჟღა­ლი ბა­ზა­რი რა “დოშშშ ნა­ჩი­ო­ნა­ლუ­რი მო­ჯრა­ო­ბაა“, ენის მო­ჩლე­ქა...

და ბა­რემ ისიც მი­თხა­რით ვინ უწყობს ხელს ნაც­მოძ­რა­ო­ბის მუდ­მი­ვად მთა­ვარ ოპო­ძა­ლად პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას- დიახ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“... მე­ტიც, რო­გორც კი მი­ნელ­დე­ბა ოპო - მუხ­ტი, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა მის “შე­სა­ცო­ცხლებ­ლად“.

რა­ტომ? - კარ­გად მი­დის თევ­ზი ამ­ღვრე­ულ წყალ­ში. ეს ბოლო ბი­ბი­სუ­რი მუხ­ტიც გაჰ­ყვე­ბა თუ­თი­ყუ­შის ბუმ­ბუ­ლის და რა გვრჩე­ბა ხელთ? უკი­დუ­რე­სად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცია და ნაც-ქო­ცუ­რი შე­მო­ტე­ვე­ბი და ძა­ლა­დო­ბა სა­კუ­თარ ხალ­ხზე...

ამ­დე­ნი ბოღ­მა, ამ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია, რაც ამ ეს­კა­ლა­ცი­ურ პარ­ტი­ებ­შია, ცხრა­ჯერ და­ან­გრევს ნე­ბის­მი­ერ სა­არ­სე­ბო სივ­რცეს, სა­დაც ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ად­გი­ლი არ რჩე­ბა... რა “იზ­გო­იც“ ვი­ყა­ვი იმად დავ­რჩე­ბი ბო­ლომ­დე...“ - წერს ჩიკ­ვა­ი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×