რეზონანსი
10.12.2025

წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილის, თამარ ბელქანიას ცნობით, „წალენჯიხა იუვენტუსის“ მწვრთნელს, ლევან კვარაცხელიას, გუშინ, დაახლოებით, საღამოს ცხრის ნახევარზე, სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო, მძღოლი კი მიიმალა. თამარ ბელქანიას თქმით, ლევან კვარაცხელიას რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ, მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი.

„გადარჩა! ეს ლევან კვარაცხელიაა, „წალენჯიხა იუვენტუსის“ მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ, მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ, დაახლოებით საღამოს 9 ნახევარზე, სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო. მძღოლი მიიმალა! (რედ - მძღოლი დაკავებულია). ლევანი თავად მოვიდა გონზე და ასე აღმოჩნდა საავადმყოფოში-სამშვიდობოზე. არ შეიძლება არავის მიტოვება განსაცდელში! არავის! ეს ოქროს ბიჭი ჩვენს ჩემპიონებს ზრდის! ჯანმრთელობა მას! ეს კაცი ჩვენს მომავალს სჭირდება!!

P.S. ნასვამი საჭესთან, თუნდაც კარგი ადამიანი, უბრალოდ პოტენციური მკვლელია. ნუ დაჯდებით მთვრალი საჭესთან!“, - წერს თამარ ბელქანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×