რეზონანსი
10.12.2025

ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილის, ამ ორ ქვეყნის მაოხრებელ, პოლიტიკურ მამა-შვილთან, ედიკასთან და მიშასთან ერთად ქარდზე გამოტანას ნამუსგარეცხილი „პუტჩისტკა“ თუ შეძლებდა მხოლოდ, სხვა ვერავინ, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია ჟურნალისტ ია ანთაძის პოდკასტს სოციალურ ქსელში.

გამსახურდიას განცხადებით, ია ანთაძე არის „დოდო შონავასა და მსგავსთა მისთა მაგვარად, საშუალო გაქანების, ერთი მდაბიო პუტჩისტი ქალი“, რომლის მიზანიც ძველი დამკვეთისგან ჩვეული საქმიანობის გაგრძელებაა.

„ია ანთაძე გახლავთ, დოდო შონავასა და მსგავსთა მისთა მაგვარად, საშუალო გაქანების, ერთი მდაბიო პუტჩისტი ქალი. ეხლა შემხვდა სოციალურ მედიაში მისი ე.წ პოდკასტი, რომელიც აგებულია სიცრუეზე და ათასი ჯურის პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ტყუილებზე, რომლებსაც ისტორიამ, კარგა ხანია გასცა უკვე პასუხები.

მიზანი რა აქვს იას ბოდვებს? ჯერ ერთი, როგორც ყველა პუტჩისტს თავისი წარსული აწუხებს და თავის „გაპრავებას“ ცდილობს, მეორე კიდევ იგივე დამკვეთები იგივე კონტენტს უკვეთავენ დღესაც.

ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილის, ამ ორ ქვეყნის მაოხრებელ პოლიტიკურ მამა-შვილთან, ედიკასთან და მიშასთან ერთად, ქარდზე გამოტანას ნამუსგარეცხილი პუტჩისტკა თუ შეძლებდა მხოლოდ, სხვა ვერავინ“, - წერს გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×