რეზონანსი
10.12.2025

2 თვე რევოლუციას აანონსებდნენ, 4 ოქტომბერს, აქციაზე მისულებმა გამოაცხადეს - მამაკაცური ძალა დავიძრათ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო. მივიდნენ, ღობე გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ტვ პირველის“  ეთერში გასულ სიუჟეტს და აღნიშნავს, რომ  “რევოლუცია ვერ შედგა და ახლა "ტვ პირველი" საქმეს "სასახლის ღობის" სახელით მოიხსენიებს".

 მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ყველა კრიმინალი უმკაცრესად აგებს პასუხს.

“2 თვე რევოლუციას აანონსებდნენ, 4 ოქტომბერს, აქციაზე მისულებმა გამოაცხადეს - მამაკაცური ძალა დავიძრათ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო. მივიდნენ, ღობე გადაანგიეს და ეზოში შეიჭრნენ. რევოლუცია ვერ შედგა და ახლა "ტვ პირველი" საქმეს "სასახლის ღობის" სახელით მოიხსენიებს. მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა ყველაფერი, ეგ პროპაგანდა ისევ გულს თუ მოგფხანთ თქვენ, თორემ კარგად ვიცით 

ყველამ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ყველა კრიმინალი უმკაცრესად აგებს პასუხს", - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×