რეზონანსი
10.12.2025

ლევან ხაბეიშვილს ვურჩევდი, პასუხისმგებლობა აიღოს იმ მოქმედებებზე, რაც მისი გუნდის პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად, 4 ოქტომბერს მივიღეთ, ეს ის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარია, რომელიც მშვიდობიანი დამხობის სახით მოხდა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ფარულავას თქმით, მათმა ნაბიჯებმა საქართველოში პოლიტიკური პროცესი დააზიანა.

„განსაკუთრებით, 4 ოქტომბრის პროვოკაციული სცენარი, რომლის შემოქმედები თავად იყვნენ. მათ პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე უნდა აიღონ და არა ის, რომ სხვებს რჩევა-დარიგება მისცენ და პოლიტიკურ აქტივობებზე მიუთითონ. პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ ზიანზე უნდა აიღონ, რაც თავად გააკეთეს. ვისთან უნდა გავერთიანდეთ? „ნაცმოძრაობასთან“ და მათ დანაყოფებთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. თუ გაერთიანდებიან, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ წარსულის იმ მავნებლურ ქმედებებზე, რისი შედეგიცაა პოლიტიკურ ველზე არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×