რეზონანსი
10.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული ვ.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ თბილისში, 25 ადგილზე განათავსა. პოლიციამ ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან 77 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×