რეზონანსი
10.12.2025

იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი - ამერიკაც საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს და აღნიშნავს, რომ ეს აღარ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება.

,,მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი - ამერიკაც საუბრობს..

ეს აღარ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება - ეს უკვე დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს, მოაგვაროს თავსდამტყდარი და სულ უფრო მზარდი, სისტემური და ღრმა პოლიტიკური კრიზისი.

ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა - იქ, სადაც იკარგება ეკონომიკური სტაბილურობა, ნადგურდება კულტურული იდენტობა და ეჭვქვეშ დგება ევროპული იდეის ღირებულებითი საფუძველი.

ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას. აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არსებული მიდგომების გადახედვა“, - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×