რეზონანსი
09.12.2025

 დიპლომატის, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები დიდ ბრიტანეთის საელჩომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. არც ეს ფოტოები და არც თავად შეხვედრა პოლიტიკური განხილვის თემა არ გახდებოდა, რომ არა ელჩის მიერ ახალგაზრდებთან გაჟღერებული პოლიტიკური გზავნილები. გარეთ უორდმა ხელისუფლების კრიტიკის შანსი ხელიდან არც ამჯერად გაუშვა და მმართველი გუნდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობის დაზიანებაში დაადანაშაულა.

ბოდიში, ბრიტანეთის ელჩმა, ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციისთვის უნდა მოიხადოს. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მედიის კითხვის საპასუხოდ, დიდი ბრიტანეთს საელჩომ განაცხადა, რომ BBC მთავრობისგან დამოუკიდებელია, როგორც საოპერაციო, ასევე, სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია. პრემიერს კი, ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ, ამავე ქვეყნის ელჩის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმა არ უკვირს. ირაკლი კობახიძე არაფორმალურ გავლენებზე საუბრობს და ამ კონტექსტში ინგლისის ყოფილი პრემიერის ლიზ ტრასის სიტყვებსაც იხსენებს.

ბრიტანეთის ელჩის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები ახალი არ არის. დიპლომატი მმართველ გუნდს აკრიტიკებდა მაშინაც, როცა მთავრობამ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონები მიიღო და მაშინაც, როცა ძალადობრივ აქციებში მონაწილე ადამიანები დააკავეს.

ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანია - პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატს ცრუ ნარატივის გავრცელებაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, მაშინ როცა თავად ელჩი ცდილობს, ახალგაზრდებისთვის ყალბი ამბების თავს მოხვევას, მსგავსი ფაქტი არც ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლისგანაა მოულოდნელი.

საქართველოს წინააღმდეგ ოპოზიციისთვის, არა ელჩები, არამედ "ქართული ოცნება" მოქმედებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გარედ ვორდის სიტყვები არა სიცრუე, არამედ რეალობაა.

ცრუ ნარატივის, დეზინფორმაციული კამპანიისა და ლოზუნგებით საუბრის ნაცვლად, დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველო მზად არის ბრიტანეთის მხრიდან არგუმენტირებული კრიტიკა მოისმინოს.

დიდი ბრიტანეთი ელჩმა საქართველოში, სტუდენტებთან შეხვედრა გუშინ გამართა, დრო კი "ქართული ოცნების" გაკრიტიკებას დაუთმო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×