რეზონანსი
09.12.2025

 "ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატია უნდა გადაარჩინონ" - ფრიდრიხ მერცი

აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი სტრა­ტე­გია აჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­პა უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა გახ­დეს, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა, ფრიდ­რიხ მერცმა გა­ნა­ცხა­და.

"[ეს დო­კუ­მენ­ტი] ადას­ტუ­რებს ჩემს შე­ფა­სე­ბას, რომ ჩვენ ევ­რო­პა­ში, ასე­ვე გერ­მა­ნი­ა­ში, აშშ-სგან უფრო და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი უნდა გავ­ხდეთ უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში. ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ არის, მაგ­რამ ეს კვლავ და­დას­ტურ­და. ეს ახლა დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და მერცმა.

რო­გორც გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა აღ­ნიშ­ნა, ვერ ხე­დავს იმის სა­ჭი­რო­ე­ბას, რომ ამე­რი­კე­ლებ­მა ახლა ევ­რო­პა­ში დე­მოკ­რა­ტია უნდა გა­და­არ­ჩი­ნონ.

"მისი გა­დარ­ჩე­ნა რომ იყოს სა­ჭი­რო, ჩვენ თვი­თო­ნაც გა­ვუმკლავ­დე­ბო­დით ამას", - გა­ნა­ცხა­და მერცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×