რეზონანსი
09.12.2025

 ვფიქრობ, საშინელებაა ის, რაც ევროპას ემართება, ვფიქრობ, ეს საფრთხეს უქმნის ევროპას ისეთს, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში.

„ევროპისთვის ხედვა არ მაქვს. ერთადერთი, რისი ხილვაც მინდა, არის ძლიერი ევროპა. მე პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მაქვს ხედვა. ეს არის „კვლავ ვაქციოთ ამერიკა დიადად". მე ევროპას ვუხსნი. მე მაქვს თვალები. მე მაქვს ყურები. მე მაქვს ცოდნა. მე მაქვს დიდი ცოდნა. ვხედავ, რა ხდება. მე ვიღებ ანგარიშებს, რომლებსაც თქვენ ვერასდროს ნახავთ. და ვფიქრობ, საშინელებაა ის, რაც ევროპას ემართება. ვფიქრობ, ეს საფრთხეს უქმნის ევროპას ისეთს, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. ევროპა შეიძლება სრულიად განსხვავებული ადგილი გახდეს", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×