რეზონანსი
09.12.2025

"მისი დღეები დათვლილია"- ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას.  

"მან მილიონობით ადამიანი გამოგვიგზავნა, ბევრი ციხიდან, ბევრი ნარკოდილერი, ნარკობარონი, ფსიქიატრიული დაწესებულებიდან. მან ისინი გამოგზავნა ჩვენს ქვეყანაში, სადაც ძალიან სულელი პრეზიდენტი გვყავდა" თქვა ტრამპმა გამოცემა "პოლიტიკოსთან" ინტერვიუში.

არ მინდა თქვენთან სამხედრო სტრატეგიაზე საუბარი. ერთი მიზანი ის არის, რომ ვენესუელას ხალხს კარგად მოეპყრონ. მინდა, ვენესუელას მოსახლეობას, რომელთაგან ბევრი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, პატივი სცენ. ისინი ჩემს მიმართ საოცრებები იყვნენ. მათ 94 პროცენტით დამიჭირეს მხარი...ისინი წარმოუდგენელი ხალხია და მადურო მათ საშინლად მოექცა."- ამბობს ტრამპი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×