რეზონანსი
09.12.2025

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალციხეში "ჭოხოები" საახალწლოდ 35 400 ლარად იმღერებენ, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესია, აღშფოთება გამოიწვია და კითხვის ნიშნები გააჩინა...

შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" ნატო გელაშვილს პირადად დავუკავშირდით:

"არ ვყვები კონკრეტული საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მათია ტელევიზიაც, საიტიც და რაც უნდათ, ის წერონ და იკითხონ!

ჯერ საერთოდ არაფერია გადაწყვეტილი, თუ რამდენ ლარად ვიმღერებთ, საერთოდ უფასოდ წავალთ, თუ რაც იქნება... რასაც გავაკეთებთ, მაგ არხის გადასაწყვეტი არ არის! 

იფანტაზიორონ და იყონ, არანაირი პრობლემა არ არის! დღეს, იცით, როგორი სისტემაა, გადასული არიან ასეთებზე.

საერთოდ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული კონცერტის შესახებ და მაგათ თუ გადაწყვიტეს, სიამოვნებით წავალ და ვიმღერებ!" - განაცხადა ნატო გელაშვილმა.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×