რეზონანსი
09.12.2025

პო­ლო­ნუ­რი მე­დია სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც ვარ­შა­ვის სა­სა­მარ­თლოს ხმა­უ­რი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მო­სა­მარ­თლემ პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ლაშა ს., რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი, და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღით აიყ­ვა­ნა და რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­სა­მარ­თლომ მას 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, მო­სა­მარ­თლემ მი­ი­ღო მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­ნა­ჩე­ნის კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შეს­ვლამ­დე ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა არ სჭირ­დე­ბო­და და ის დარ­ბა­ზი­დან გა­უშ­ვა.

საქ­მე ეხე­ბა ინ­ცი­დენტს, რო­მე­ლიც ვარ­შა­ვა­ში 2025 წლის იან­ვარ­ში მოხ­და. პო­ლო­ნე­თი-ხორ­ვა­ტი­ის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ელ­მა ხალ­ხმრავ­ლო­ბა­ში სა­ეჭ­ვო მა­მა­კა­ცი შე­ნიშ­ნა. ჩხრე­კის შე­დე­გად მას "ზიგზა­უ­ე­რის" ტი­პის და­ტე­ნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ქა­მარ­ში და­მა­ლუ­ლი დანა აღ­მო­აჩ­ნდა. და­კა­ვე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­ბერ­ძნე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ყალბი ბერ­ძნული პას­პორ­ტი წა­რუდ­გინა, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზამ მა­ლე­ვე და­ად­გი­ნა, რომ ის სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე პო­ლო­ნელ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ჰქონ­დათ სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი, რომ ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლი ვარ­შა­ვა­ში შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად იყო ჩა­სუ­ლი, თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტუ­ლი ვერ­სი­ის სამ­ხი­ლე­ბით გამ­ყა­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვის მარ­თლე­ბი­სას კუ­რი­ო­ზულ ვერ­სი­ას ჰყვე­ბო­და და ამ­ტკი­ცებ­და, თით­ქოს და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღი ქუ­ჩა­ში იპო­ვა და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად მიჰ­ქონ­და.

სა­სა­მარ­თლომ ლაშა ს.-ს ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის­თვის ორ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა, თუმ­ცა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა შეც­ვა­ლა და ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია და აცხა­დებს, რომ არ­სე­ბობ­და მი­მალ­ვის უზარ­მა­ზა­რი რის­კი, რად­გან მსჯავ­რდა­დე­ბულს პო­ლო­ნეთ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და და წარ­სულ­ში უკვე იყე­ნებ­და ყალბ ვი­ნა­ო­ბას.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­სა­ჩივ­რა, თუმ­ცა, რო­გორც პო­ლო­ნუ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, უკვე გვი­ა­ნია. ლაშა ს.-ს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ­ჟა­მად უც­ნო­ბია და დიდი ალ­ბა­თო­ბით, მან პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რია უკვე და­ტო­ვა. ის არ იძებ­ნე­ბა არც იმ ქარ­თველ­თა სი­ა­ში, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნი­დან ახ­ლა­ხან გა­ა­ძე­ვეს.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×