რეზონანსი
09.12.2025

საქართველოში ოქროს ფასი მცირედით გაიაფდა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 374 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 280 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 219 ლარია.

რაც შეეხება ვერცხლის ფასს, ის უმნიშვნელოდ არის მომატებული. კერძოდ, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 4.26 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის - 5.32 ლარი.

მსოფლიო ბირჟებზე კი ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 186 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.06%-ით დაკლებული ფასია. 0.28%-ით არის მომატებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 58.21 დოლარი ღირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×