რეზონანსი
09.12.2025

პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და იუ­მო­რის­ტი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­ვით ქა­ში­აშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მას, "მე­სა­მე ფურ­ცელს“ სტუმ­რობ­და. ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რაგუნ­დის დაშ­ლის მტკივ­ნე­უ­ლი პე­რი­ო­დზე და იმ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბზე, რომ­ლე­ბიც ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ამჟმად აქვს:

"რად­გან ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, ხში­რად იც­ვლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ზოგი ვერ უძ­ლებს უხელ­ფა­სო­ბას, ზოგს უჭირს მუ­შა­ო­ბა და მი­დის. არის ისე­თი პე­რი­ო­დი, როცა უბ­რა­ლოდ თემა არ არის, ან გან­წყო­ბა არ არის შე­სა­ბა­მი­სი. 

პრობ­ლე­მა ჩემ­თვის გუნ­დის გახ­ლე­ჩაა, რაც რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და. პირ­ვე­ლი 2012-ში იყო, როცა ნა­წი­ლი ბი­ძი­ნას გუნდში გა­და­ვი­და. ბოლო გა­ყო­ფა კი მა­შინ მოხ­და, როცა „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ პირ­ვე­ლი პრო­ტეს­ტის დროს გუნ­დი „ფორ­მუ­ლა­ზე“ იყო, შემ­დეგ კი ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ნიკა არა­ბი­ძე „რუს­თა­ვი 2“-ზე დაბ­რუნ­და. და­ნარ­ჩე­ნებ­მა, მათ შო­რის მიშა ან­დღუ­ლა­ძემ, ცალ­კე ტე­ლე­ვი­ზია გა­ა­კე­თეს.

ეს და­ყო­ფა, რა თქმა უნდა, მუდ­მი­ვად გა­ზი­ა­ნებს და გან­გრევს. იწყებ ახ­ლე­ბის ძებ­ნას, ზრდი მათ და მერე ისი­ნიც მი­დი­ან. ამ სფე­რო­ში არ­სე­ბო­ბენ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ამ­ბი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს - მიშა ან­დღუ­ლა­ძე ჩემი მე­გო­ბა­რია და მას­თან ხში­რად ვკონ­ტაქ­ტობ, თუმ­ცა ნიკა არა­ბი­ძეს­თან, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს და მას მერე არც მი­ნა­ხავს“, - განაცხადა ტელეწამყვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×