
ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში, ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. ლოლიტა პაპავას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. სოფლის მკვიდრი "ამბებთან" თან ტრაგედიის შესახებ საუბრობს:
“ლოლიტა პაპავა 7 თვის ფეხმძიმე იყო, მე-4 შვილს ელოდა. მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ძალიან კარგი ახალგაზრდა ქალი იყო, როგორ გვენანება...
ლოლიტა ცუდად გახდა, მდგომარეობა დაუმძიმდა და კლინიკაში, ფაქტობრივად, მკვდარი მიიყვანეს. ორსული ქალი და მისი შვილიც კერძო კლინიკაში - „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ გარდაიცვალა. არ ვიცით, რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ნაყოფი მოწყვეტილი იყო და ქალს პერიტონიტი განუვითარდა“, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე