რეზონანსი
08.12.2025

ხელწერა, რომელიც ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, როგორც დაბრალება, აქაც მოწამვლა, ზუსტად იგივე ხაზი, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, ზუსტად იგივე მოლაპარაკე თავები წამოაყენეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, კოორდინირებული მოქმედებებისთვის იგივე სახეები გამოიყენეს.

„ხელწერა, რომელიც ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, როგორც დაბრალება, აქაც მოწამვლა, ზუსტად იგივე ხაზი, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, ზუსტად იგივე მოლაპარაკე თავები წამოაყენეს და კარგი მანიშნებელი და ინდიკატორი იყო ბროუდერი, ნავალნის ადვოკატი იყო თუ რაღაც ასეთი ისტორია აქვს, ადამიანი, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა სააკაშვილთან დაკავშირებით, იქაც ტყუილებით, იქაც მოწამვლაზე საუბრობდა.

სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ გაქრა და ახლაც ისევ მოწამვლის თემებზე, ეს დეზინფორმაციის მუმია კიდევ ერთხელ წამოაყენეს. თქვა ერთი წინადადება და ისევ დაიკარგა ეს ადამიანი. ეს ხომ აჩვენებს, რომ ეს იყო კოორდინირებული მოქმედება პროპაგანდისტული ცრუ ნარატივების კოორდინირებული გავრცელება", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×