რეზონანსი
08.12.2025

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბლოკს „აქვს საშუალება და ნება, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს".

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა „იციან, რა დევს ფსონზე და იციან, რომ დრო აღარ აქვთ დასაკარგი".

მან განსაკუთრებით დაიცვა ევროკავშირის წინადადება რეპარაციული სესხის შესახებ, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებით არის გამყარებული. ამ ინიციატივას კვლავ ეწინააღმდეგება ბელგია იურიდიული შეშფოთების გამო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპის თავდაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა" და შეაჯამა თავდაცვითი ხარჯებისა და წარმოების გაზრდის გეგმები.

დიპლომატიის საკითხზე, მან მკაცრად გააკრიტიკა მოსკოვი „მოტყუებისა" და „დროის გაჭიანურებისთვის", ასევე „დიპლომატიის დაცინვისა და თავდასხმების გაზრდისთვის".

„ჩვენ ვიცით, ვინ არის აგრესორი და ვინ არის ამ ომში მსხვერპლი", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×