
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ დამოკიდებულებასა და ALDE-ს პასუხსმგებლობაზე ისაუბრა.
კირცხალიას განცახდებით, „ლელოს“ დამოკიდებულება არის სწორედ ის, როგორიც ALDE-ს აქვს საქართველოს მიმართ, რამდენადც აღნიშნული პარტიის წვერებმა სამშობლოს ცნება არ იცინა.
„ლელოს“ დამოკდიებულება არის ის, რა დამოკიდებულებაც აქვს ამ დანაყოფს ქვეყნის მიმართ და თავისი სამშობლოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ცნება, დარწმუნებული ვარ არცერთმა არ იცის „ლელოში“. რაც შეეხება ALDE-ს, მათ პატრონებს ეს ALDE იქნება, თუ სხვა არაარჩეული ბიუროკრატები ბრიუსელში დღეს, რას ვხედავთ? - ჩვენ კარაგდ ვნახეთ მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, არც მანამდე აკლებდნენ ამ დამოკიდებულების გამოხატულებას, უბრალოდ 2022 წლიდან გახდა ძალიან თვალსაჩინო და ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საზოაგდოებისთვის, ისინი არ მხოლოდ გმობენ ამ ყველაფერს, არამედ ახალისებდნენ ამ ყველაფერს. როდესაც შენ ევროკავშირის სახელით საუბრობ, როდესაც შენ ფურცელზე, დოკუმენტზე გქვია პოლიტიკური პარტია და შენ ახალისებ პოლიციელის დაწვას და „მოლოტოვის კოქეტილის“ სროლას. როდესაც შენ დიპლომატიური მისიის წარმოამდგენელი გქვია და „ვენის კონევნციით“ უნდა მოქმედებდე მასპინძელ ქვეყანაში და შენ ამ ყველაფრის შემდეგ ბანერებს აბეჭდინებ და „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ ქვეყანაში და გავყენებ ასეთ შეურაცხყოფას, ლაზარეს შემდეგ ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რასაც აპირებდა, პირდაპირ ტერორიზმს და ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დანაყოფის მსოფლხედველობასა და მათი პატრონების სურვილებზე ჩვენი ქვეყნის მიმართ.“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.