რეზონანსი
08.12.2025

ქვეყანაში ოლიგარქიული ზეგავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი. საგარეო ფაქტორებიც, როდესაც უხეშად ერეოდნენ ჩვენს საქმეებში, ამისგანაც თავდაცვის მექანიზმები გაგვაჩნია. ძალიან მოხარული ვარ, რომ მათ ეს შეამჩნიეს და ამ რეიტინგშიც წინ წაგვწიეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) მიერ მომზადებული ვრცელი ანგარიშის შეფასებისას, რომელიც ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებსა და ტენდენციებს ეხებოდა.

მისივე თქმით, ქვეყანას პოლიტიკური ძალის მოკრება დასჭირდა იმისთვის, რომ დღევანდელ სიტუაციამდე მივსულიყავით.

„მთავრობას უკვე ხმამაღლა შეუძლია განაცხადოს, რომ ის მხოლოდ კანონის ჩარჩოებში მოქმედებს და არავითარ გარე და არც შიდა ზეგავლენებს აღარ ექვემდებარება. ეს უკვე ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩანს. ეს დაიწყო იმით, რომ ჩვენ ეს პრობლემა ვაღიარეთ. პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მაშინ არ ვიყავით საკმაოდ ძლიერები, რომ გავლენებისგან თავისუფალი ვყოფილიყავით. გარკვეული დრო, პოლიტიკური ძალის მოკრება დასჭირდა იმას, რომ დღევანდელ სიტუაციაში მოვსულიყავით და რა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩა.

დღეს როგორც საგარეო ფაქტორებისგან ვართ დაცულები, რადგან ეს ნება არსებობს და შესაბამისი ძალაც გაგვაჩნია - უკვე მოკრებილი გვაქვს ეს პოლიტიკური ნება და ძალა და ასევე, ქვეყნის შიგნითაც ვერავინ მოახერხებს, ვთქვათ, სამთავრობო პოლიტიკაზე ჩრდილოვან, ან არაკანონიერი ზეგავლენის მოხდენას. აი, ამიტომ გაუმჯობესდა ჩვენი რეიტინგი. ამ გაუმჯობესებას აკვირდებიან ორგანიზაციები, ვინც ამ საკითხებს სწავლობენ და ამიტომაც დავწინაურდით ამდენი საფეხურით ამ მიმართულებით. მათ კარგად დაინახეს, რომ ვერც შიდა, ვთქვათ ფინანსური ან რაღაც სხვა ჯგუფის ინტერესწრეები ვერ მოახდენენ სახელმწიფო ხელისუფლებაზე ზეგავლენას - ამდენად, ეს ოლიგარქიული ზეგავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი. შესაბამისად, ვერც საგარეო ფაქტორები, როდესაც უხეშად ერეოდნენ ჩვენს საქმეებში, ამისგანაც თავდაცვის მექანიზმები გაგვაჩნია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შეამჩნიეს მათ და ამ რეიტინგშიც წინ წაგვწიეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ფაქტობრივად, აღიარებაა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×