რეზონანსი
08.12.2025

ევროპას, უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთობა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე მედიას განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ. ევროპას, უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთობა მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრის ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, „აშშ-დან წამოსულ დოკუმენტებში არსებული ზოგიერთი დეტალის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი“.

„შესაძლოა, ეს ყველა ჩვენგანისთვის გადამწყვეტი დრო იყოს, ამიტომ ვდილობთ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას. უკრაინის ბედი ევროპის ბედს წარმოადგენს“, - აღნიშნა მერცმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „რუსეთის ეკონომიკა უკვე ზარალს განიცდის“.

„ეს განსაკუთრებით ბოლო სანქციების შემდეგ ხდება. ჩვენ ხელთ ძალიან ბევრი „კარტი“ გვაქვს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×