რეზონანსი
08.12.2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ  განაცხადა, რომ სანქციები  ყოველგვარი სასამართლოს, შეპასუხების, მტკიცებულების გარეშე დაუწესეს.

„რაც შეეხება ჩემი სანქცირების საკითხს, როცა ევროპულ ღირებულებზე საუბრობთ, მივიღე სანქციები ყოვლად დაუსაბუთებლად. ერთი არგუმენტი, ერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა, ჩემი მხრიდან რაში გამოიხატა კანონდარღვევა. 

მხოლოდ 2 ხაზი, ბრიფინგი რატომ ჩაატარეო, დაახლოებით ასეთი არგუმენტი იყო მოცემული. ამ დროს, ყოველგვარი სასამართლოს, შეპასუხების, მტკიცებულების გარეშე მივიღე ეს სანქციები. 

თუ ეს ასეა საჭირო, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისა და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მზად ვარ, რომ ასეთი სანქციები მივიღო, როცა საპირწონედ დგას ქვეყნის უსაფრთხოება და სახელმწიფო გადატრიალება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×