რეზონანსი
08.12.2025

სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება, - ასე ეხმიანება დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა.

დეპუტატი კოკა მორგოშიას განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს უსამშობლოები ჯერ ამბობდნენ აქ ინვესტიციას ვინ შემოიტანსო. გახსოვთ ხომ ეს თემა როდესაც გაჟღერდა პირველად „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ როგორ ესხმოდა თავს [ხელისუფლებას], რომ ტყუილია ეს ყველაფერიო. მერე თემა შეატრიალეს. სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება“, - აღნიშნა ზარქუამ.

„ალტ ინფო - კონსერვატორები საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კოკა მორგოშია, რომელიც მასშტაბური არაბული ინვესტიციის ერთ- ერთი მოწინააღმდეგეა და იგლ ჰილსის თითქმის შვიდ მილიარდიან ინვესტიციას არაბულ ანექსიას უწოდებს, რამდენიმე წლის წინ განსხვავებულად ფიქრობდა. ის თავად იყო იმ ბიზნესპროექტის ხელმძღვანელი, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, ქუვეითის მოსახლეობაზე იყო გათვლილი. ამის შესახებ მორგოშია ერთ- ერთ სატელევიზიო ეთერით ჰყვებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×