რეზონანსი
08.12.2025

შეერთებულმა შტატებმა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთო) ულტიმატუმი წაუყენა: გაატაროს რეალური რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა მის დატოვებას განიხილავს. ორგანიზაციაში აშშ-ის წარმომადგენელმა, ბრენდან ჰენრანმა განაცხადა, რომ ეუთო წლების განმავლობაში „ინერტულ მდგომარეობაშია“ და ზედმეტად არის ფოკუსირებული იდეოლოგიურ პროექტებზე, ნაცვლად ომების პრევენციისა.

ჰენრანმა სამი მთავარი პირობა დაასახელა: 1) 2026 წლისთვის ბიუჯეტის სულ მცირე 15 მილიონი ევროთი შემცირება; 2) სტრუქტურული ცვლილებები, რათა ეუთომ შიდა სოციალური პოლიტიკის კარნახი შეწყვიტოს და 3) რუსეთის ჩართვა კონფლიქტის მართვაში, რადგან მისი მონაწილეობის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია.

აშშ მკაფიოდ აცხადებს: ეუთომ უნდა შეასრულოს თავისი ძირითადი მისია და მოიზიდოს ყველა მხარე საერთო მაგიდასთან. თუ ორგანიზაცია ვერ შეიცვლება, ვაშინგტონი გადახედავს მის მონაწილეობასა და მხარდაჭერას. ჰენრანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ორგანიზაციაში ამ დრომდე იმიტომ რჩება, რომ სჯერა - ეუთოს შეუძლია შეიცვალოს და ეფექტიანი იყოს, მაგრამ ეს ცვლილება რეალური უნდა იყოს.

„მინდა ცხადად განვაცხადო: ჩვენ ცვლილებები გვჭირდება. არა სიმბოლური ჟესტები ან რიტორიკული განცხადებები, არამედ რეალური, სერიოზული ცვლილებები“, - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×