რეზონანსი
08.12.2025

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული დ.ა. და 1971 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჰ.ა. სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით საქართველოდან საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით, ფულადი თანხის სანაცვლოდ თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ ცდილობდა გადაეყვანა უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.ა., რომელიც ასევე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 19-344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×