რეზონანსი
07.12.2025

იგი [ელისაშვილი] არის ჩვეულებრივად აგენტი, როგორც რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბრისას.

მისივე თქმით, საინტერესოა ვისი დაკვეთით მოქმედებდა ელისაშვილი.

"ოთხივე პარტია ერთი ვერტიკალით იმართება. მათ არ აწყობდათ ელისაშვილის ტერორისტად გამოცხადება იქიდან გამომდინარე, რომ ისინიც ზიანდებიან ამით. ცდილობდნენ პირველ დღეებში რაღაც კამპანია აეწიათ თითქოს ჩვენ "ჩავუდეთ" ელისაშვილს ტერორისტული აქტი, თუმცა მას შემდეგ რაც თავადვე აღიარა თავისი დანაშაული ჩამოეშალათ ეს ნარატივი. აგენტის რამდენიმე სახე არსებობს, რომ გავამსხვილოთ შეგვიძლია სამ ჯგუფად დავყოთ. ერთი არის სასარგებლო იდიოტი, ერთი არის აგენტი, რომელიც ფულზე არის გაყიდული და ერთი არის აგენტი, რომელზეც კომპრომატები არსებობს და რომელსაც შანტაჟის საფუძველზე ადგმევინებენ კონკრეტულ ნაბიჯებს. ბატონი ელისაშვილი მე სასარგებლო იდიოტად არ მიმაჩნია, შესაბამისად ძალიან საინტერესოა ვისი დაკვეთით მოქმედებდა იგი, მოქმედებდა ფულის სანაცვლოდ თუ კომპრომატების არგამომჟღავნების სანაცვლოდ, თუ ორივე ერთად", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×