რეზონანსი
07.12.2025

აღნიშნულ ფილმს [BBC] რაც შეიძლება მეტი ინფორმაციული ქარიშხალი უნდა მოჰყოლოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ BBC-ის ფილმზე საუბრისას.

„როგორც კი ეს ფილმი გამოვიდა, მას მოჰყვა გარედან დაფინანსებული ადამიანების განცხადებები, ასევე ევრობიუროკრატების განცხადებები. და რატომ? რაც შეიძლება, მეტი ინფორმაციული ქარიშხალი უნდა მოჰყოლოდა აღნიშნულ ფილმს, აღშფოთება. მივაქციოთ ყურადღება თარიღსაც, 28 ნოემბრის აქცია რომ ჩაუვარდათ დაფინანსებულ ადამიანებს, შემდეგ პირველ დეკემბერს მოხდა ამ ფილმის გავრცელება, რომლის მიზანიც იყო გამოეწვიათ აღშფოთება და შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გადაზრდილიყო იმ მოვლენებში, რომელიც 1 წლის წინ ისედაც ვნახეთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×