
ექიმიდავით ლოლაძე, რომელსაც საქართველოში ყველა იცნობს, ემიგრაციაში წავიდა. ის ამერიკაში ცხოვრობს და ექიმის პროფესიითაც იქ მუშაობს. ამბობს, რომ ემიგრაცია იძულებითია. მან ვრცელიინტერვიუ ქართველ ჟურნალისტს ალექსი მეგრელიშვილს, ნიუ-იორკში მისცა.
"ეს იყო გასული წლის 11 ნოემბერს. ამერიკა არ იყო ჩემთვის უცხო. ხშირად დავდიოდი, 2010 წელი იყო პირველად ჩემი ჩამოსვლის დრო. ვიცნობ ნიუ იორკს, ვიცნობ რამდენიმე ქალაქს. ნუ განსაკუთრებით ვიცი, რა რუტინაა ჩვენს სფეროში და ზოგადად, აქ ადამიანები როგორ ცხოვრობენ. ანუ ჩემთვის ეს ემიგრაციის დასაწყისი იყო აბსოლუტურად გაცნობიერებული... არანაირი ამბიცია იმის, რომ მე სამი დიდი კლინიკის მთავარი ექიმი ვიყავი, ცნობილი ექიმი ვარ, წარმატებული ქირურგი ვარ, ოთხი სატელევიზიო გადაცემა... აი, ეს ყველაფერი ტრაპთან დავტოვე, ჩაიბარეთ და წავედი...
რეალურად უნდა ვაღიარო და ალბათ პირველად დღეს, რომ ეს არის ემიგრაცია, რომელიც არის ჩემი ნების წინააღმდეგ. არასდროს არ ყოფილა ჩემი ოცნება ამერიკაში ცხოვრება. ... მე წამოსვლამდე წელიწადნახევარი პრაქტიკულ უმუშევრობას გავუძელი, იმიტომ, რომ ველოდებოდი, რომ ქვეყანაში იქნებოდა ცვლილება", - თქვა დავით ლოლაძემ.
ექიმი დავით ლოლაძე ასევე ცნობილია იმითაც, რომ პოპულარული მომღერლის, ნინო ქათამაძიის მეუღლეა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს - ნიკოლოზი.
როგორც ნინო უკრაინულ მედიასთან ყვებოდა, დავითი კლინიკაში გაიცნო. მასთან, როგორც ქირურგთან მივიდა დაზიანებული ფეხით და ასე დაიწყო მათი ურთიერთობა. 2008 წელს შეეძინათ ნიკოლოზი.
"სიყვარულისა და პატივისცემის გარდა, ჩვენი მყარი ურთიერთობის საფუძველია მეგობრობა. ერთმანეთს ვიღებთ ისეთებად, როგორებიც ვართ. ხან მე ვარ სუსტი, ხან - ის. ჩვენ ვიცვლებით. თუ არ გვენდომება ერთად ყოფნა, არც ეს არის პრობლემა. თუ ერთად ვართ, ეს შესანიშნავია!" - ამბობს ნინო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე