რეზონანსი
07.12.2025

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტობანზე ე.წ. გაჩიანის ხიდთან, "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და წყლის სანიაღვრე თხრილში გადავარდა, რის შემდეგაც ამოყირავდა. 

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პირველადი დახმარება სასწრაფოს ექიმმა პაციენტს ადგილზე გაუწია, შემდეგ კი მისი გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×