რეზონანსი
06.12.2025

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა 6 სხვა­დას­ხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მოვ­ლე­ნილ კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 5 პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა, ემ­ზარ გაგ­ნი­ძემ სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ჯამ­ში, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა 14 ადა­მი­ა­ნი. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი მარ­ნე­უ­ლის მე­ო­თხე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი დი­ლა­რა დარ­გა­ლია:

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 6 სხვა­დას­ხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მოვ­ლე­ნილ კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­კა­ვე­ბუ­ლია 5 პირი, ხოლო ჯამ­ში პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა 14 ადა­მი­ა­ნი.

მარ­ნე­ულ­ში, ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია მარ­ნე­უ­ლის მე­ო­თხე სა­ჯა­რო სკო­ლის მოქ­მე­დი დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­მაც ატეს­ტა­ტის გა­ცე­მის­თვის სა­ჭი­რო გა­მოც­დე­ბის ვი­თომ­და ჩა­ბა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს ქრთა­მის სა­ხით 300 აშშ დო­ლა­რი გა­მო­არ­თვა.

აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს" - თქვეს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×