რეზონანსი
06.12.2025

დატბორილი ქუჩები, დანგრეული სახლები და ასობით დაღუპული - ასე გამოიყურება შრი-ლანკა ციკლონ "დიტვას" შემდეგ. ბოლო მონაცემებით, ბუნებრივმა კატასტროფამ, ქვეყნის მასშტაბით 2 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა და 600-ზე მეტი იმსხვერპლა. განადგურებულია 4 000-ზე მეტი სახლი. მოსახლეობა სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვის.

200-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ასობით ათასი ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი.

აქტიურ რეჟიმში მუშაობს კატასტროფების მართვის ცენტრი. მათი ინფორმაციით ამ დრომდე დაზარალებულია 500 000-ზე მეტი ოჯახი. საფრთხის შესახებ გაცემულია გაფრთხილება კანდის, კეგალეს, კურუნეგალას, მატალეს და ნუვარა ელიას რაიონებში.

9-11 დეკემბრამდე მეტეოროლოგიის დეპარტამენტი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ნალექის ზრდას პროგნოზირებს. ქვეყანა სტიქიური უბედურების მეორე ტალღის მოლოდინშია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×