
ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სტამბოლში სასწაულმოქმედ ტაძარს ესტუმრა და როგორც თავად ამბობს, რვა სურვილიდან შვიდი აუხდა.
„ვინც სტამბოლში ნამყოფია, მათ აუცილებლად ეცოდინებათ, რომ არსებობს ასეთი ტაძარი, სადაც რომ მიხვალთ, შეგიძლიათ გასაღები შეიძინოთ, ჩაუთქვათ სურვილები და რომ აგისრულდებათ, მერე აუცილებლად უნდა დააბრუნოთ. აქ მაქვს რვა გასაღები, შვიდი ამიხდა. ერთ ცალს ვიტოვებ, ახლა მივდივარ უკან დასაბრუნებლად. რომ ჩახვალთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ტაძარს. არ ვიცი ფსიქოლოგიურია, სასწაული ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მალე ამიხდა, თან გულით მინდოდა“, - თქვა სალომე გოგიაშვილმა, ირინა ქიქოძის
პოდკასტში სტუმრობისას.
სასწაულმოქმედი ტაძარი სტამბოლში, რომელსაც ხშირად გასაღების, სურვილების, ან პირველი დღის ტაძარს უწოდებენ, სინამდვილეში, ღვთისმშობლის სახელობისაა, რომელიც ცხოველმყოფელ წყაროზე აიგო. მორწმუნეების აზრით, თუ კი ამ ტაძარში შეიძენენ გასაღებებს და მას მოარგებენ ბოქლომებს ხატზე, ამ რიტუალის შემდეგ, ყველა ჩაფიქრებული სურვილი და ნატვრა აუხდებათ...
სპეციალურად, ამ რიტუალის შესასრულებლად, მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიდიან მომლოცველები, რომ შეიძინონ ეს გასაღებები, ჩაუთქვან სურვილები და შემდეგ დაელოდონ მის ასრულებას. ვისაც ნატვრა უსრულდება, ის ბრუნდება სტამბოლში და ტოვებს ამ გასაღებებს. ამიტომ, როგორც ამბობენ, იმდენად ხშირია გასაღებების დაბრუნება, რომ მოძღვრები ოსტატებს მცირე რაოდენობით გასაღებებს უკვეთავენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე