რეზონანსი
06.12.2025

გორ­ში მამა-შვი­ლის, ცა­ცი­აშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას qartli.ge ავ­რცე­ლებს.

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი სერ­გო ახალ­კა­ცი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. ბრალ­დე­ბა პრო­კუ­რო­რებ­მა მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვილ­მა და ლიკა ჩა­დუ­ნელ­მა წა­რად­გი­ნეს.

შე­გახ­სე­ნებთ, მკვლე­ლო­ბა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­ნო­ბა­ში მოხ­და. 50 წლის სერ­გო ახალ­კაც­მა, რო­მე­ლიც წლე­ბია, "გა­ლე­რე­ა­ში“ მა­ღა­ზი­ას ფლობდა, ამა­ვე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მდე­ბა­რე სხვა მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელს 55 წლის და­ვით ცა­ცი­აშ­ვილს და მის ვაჟს, 30 წლის გი­ორ­გი ცა­ცი­აშ­ვილს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა, სრო­ლის შე­დე­გად, ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბით გი­ორ­გი ცა­ცი­აშ­ვი­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, და­ვით ცა­ცი­აშ­ვი­ლი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, სერ­გო ახალ­კა­ცი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

სერ­გო ახალ­კა­ცის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა — გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და/ან მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19‑109-ე მუხ­ლი), გუ­ლის­ხმობს და­ნა­შა­ულს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილს - ორი ან მეტ პი­როვ­ნე­ბა­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბულ თავ­დას­ხმას, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს - 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას.

qartli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×