რეზონანსი
06.12.2025

ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა. დაარსებიდან, 1999 წლიდან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა Pantone-მა წლის მთავარ ფერად თეთრი ტონალობა შეარჩია.

„PANTONE  Cloud Dancer“ - ეს არის ნეიტრალური თეთრი ფერი, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე და სისუფთავე ხმაურიან სამყაროში“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

უკვე 20 წელზე მეტია, რაც Pantone წლის ფერს ასახელებს. ფერის შესარჩევად ტენდენციების პროგნოზიორები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, იკვლევენ მოდისა და დიზაინის სფეროს. წელიწადში ორჯერ კი, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა იმართება, სადაც, ორდღიანი დებატების შემდეგ, მომდევნო წლის ფერს ავლენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×