რეზონანსი
05.12.2025

დღეს, გერმანული ქიმიური კომპანიები მსოფლიოში ყველაზე დიდ გადამამუშავებელ ქარხნებს აშენებენ ჩინეთში, იმ რუსული გაზის გამოყენებით, რომლის შეძენაც მათ სამშობლოში არ შეუძლიათ, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნულ, უკრაინის ომმა მოახდინა იმის უკუეფექტი, რომ გაზარდა ევროპის, განსაკუთრებით კი გერმანიის, გარე დამოკიდებულებები.

„დღეს, გერმანული ქიმიური კომპანიები მსოფლიოში ყველაზე დიდ გადამამუშავებელ ქარხნებს აშენებენ ჩინეთში, იმ რუსული გაზის გამოყენებით, რომლის შეძენაც მათ სამშობლოში არ შეუძლიათ. ტრამპის ადმინისტრაცია უთანხმოებაშია ევროპელ ოფიციალურ პირებთან, რომლებსაც არარეალისტური მოლოდინები აქვთ ომთან დაკავშირებით. ეს პირები არიან არასტაბილურ უმცირესობის მთავრობებში, რომელთაგან ბევრი თელავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ოპოზიციის ჩასახშობად. ევროპელთა დიდ უმრავლესობას სურს მშვიდობა, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრის გამო. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სწორედ იმიტომ, რომ ევროპულ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ თვითრეფორმა, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში არიან ჩარჩენილი“, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×