რეზონანსი
05.12.2025

შუ­ა­ხე­ვის მა­ღალმთი­ან სო­ფელ ჩან­ჩხა­ლო­ში, იქ, სა­დაც გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი ჭირს და კლდე­ე­ბი­დან ქვე­ბი ცვი­ვა, ერთი შე­ხედ­ვით და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, ფილ­მის სცე­ნა­რის მსგავ­სი დრა­მა ვი­თარ­დე­ბა. ეს არის ამ­ბა­ვი 44 წლის მა­რი­ნა ბე­ბი­ა­ზე, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უარი თქვა, რათა 17 წლის რძლის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლი ტყუ­პე­ბი - ნიკა და ლუკა გა­და­ერ­ჩი­ნა.

რო­გორც მა­რი­ნა აბა­ში­ძე იხ­სე­ნებს, რძა­ლი ოჯახ­ში 17 წლის ასაკ­ში შე­მო­ვი­და. თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს რიგ­ზე იყო, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ოჯა­ხი აღარ უნ­დო­და და ბავ­შვე­ბის მო­ცი­ლე­ბას სა­ში­ნე­ლი მე­თო­დე­ბით ცდი­ლობ­და.

"ძა­ლი­ან მალე აე­რია თავ­გზა... ბევ­რჯერ ეცა­და, რომ ბავ­შვე­ბი მუც­ლი­დან­ვე და­ე­კარ­გა. თით­ქოს წა­იქ­ცა, თით­ქოს გა­და­ვარ­და, რა­ღა­ცა­ზე და­ე­ცა - სპე­ცი­ა­ლუ­რად აკე­თებ­და ასეთ რა­ღა­ცებს, რომ მუ­ცე­ლი მოშ­ლო­და. მუც­ლი­დან­ვე ვი­ცავ­დი, რომ არა­ფე­რი მოს­ვლო­დათ პა­ტა­რებს“, - იხ­სე­ნებს მა­რი­ნა.

ტყუ­პე­ბი 8-თვი­ა­ნე­ბი და­ი­ბად­ნენ. მა­შინ, როცა ჩვი­ლე­ბი ჯერ კი­დევ აპა­რატ­ზე იყ­ვნენ შე­ერ­თე­ბულ­ნი და სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძოდ­ნენ, ოჯახ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შო­კის­მომ­გვრე­ლი გან­ცხა­დე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"ბავ­შვე­ბი 2 დღის გა­ჩე­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ, აპა­რა­ტებ­ზე ჰყავ­დათ... ამ დროს ჩემ­მა შვილ­მა მის TikTok გვერ­დზე ნახა ვი­დეო წარ­წე­რით: "ბავ­შვებს ვყი­დი, უპატ­რო­ნოდ ვარ“. მა­შინ­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მივცვივ­დით. ვკი­თხეთ, რას სჩა­დი­ო­და... სა­ბო­ლო­ოდ ბავ­შვე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ სულ იმას გა­ი­ძა­ხო­და - არ მინ­და ოჯა­ხი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მინ­დაო“.

მა­რი­ნა, რო­მე­ლიც ღა­მით რეს­ტო­რან­ში ჭურ­ჭლის მრე­ცხა­ვად მუ­შა­ობ­და, დღი­სით რძალს ეხ­მა­რე­ბო­და, სთა­ვა­ზობ­და ცალ­კე ცხოვ­რე­ბას და ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ოღონდ ბავ­შვე­ბი არ მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

"სამ­სა­ხურ­ში და­მი­რე­კა და მი­თხრა - მივ­დი­ვა­რო. სახ­ლში რომ მო­ვე­დი, ბავ­შვე­ბი ნა­ხევ­რად ჩაც­მუ­ლე­ბი იყ­ვნენ და მულ­ტფილ­მს უყუ­რებ­დნენ. მას ჩან­თა უკვე ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ჰქონ­და. კა­რე­ბი რომ გა­ვა­ღე, ჩან­თა წა­მო­ი­კი­და და ისე გა­ვარ­და... ვუ­თხა­რი, მოტ­რი­ალ­დი და ბავ­შვებს მა­ინც ჩა­ე­ხუ­ტე-მეთ­ქი. თვა­ლე­ბი­დან არა­სო­დეს ამო­მი­ვა ის მო­მენ­ტი - შვი­ლე­ბი არ და­ინ­დო, არც კი მი­კა­რე­ბია".

წას­ვლის შემ­დეგ, დე­დას შვი­ლე­ბი ერთხე­ლაც არ მო­უ­კი­თხავს. უფრო მე­ტიც, რო­დე­საც ერთ-ერთი ტყუ­პის­ცა­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვდა და ექიმ­მა დე­დის ხმის გა­გო­ნე­ბა ურ­ჩია მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, პა­სუ­ხი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო: „ქალო, რას მი­რე­კავ? არც ექი­მი ვარ და არც ღმერ­თი. მიდი და მი­ხე­დეო“.

აღ­მოჩ­ნდა, რომ გო­გო­ნას მხარ­და­ჭე­რა არც სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის­გან ჰქონ­და. რო­გორც მა­რი­ნა ჰყვე­ბა, რო­დე­საც რძლის მა­მას სთხო­ვა, მო­სუ­ლი­ყო და შვილ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა ეცა­და, კაც­მა ფული მო­ი­თხო­ვა.

"მა­მა­მისს ვუ­თხა­რი, მოდი, იქ­ნებ თქვენ გი­თხრათ რამე, იქ­ნებ მე ვერ ვხვდე­ბი-მეთ­ქი. მი­თხრა: “500 ლარი ჩა­მი­რი­ცხე და მო­ვალ, ისე შვი­ლი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­დაც უნდა იქ წა­ვი­დეს, გინ­და მოკ­ვდე­სო“. დე­და­მი­სიც იგი­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე იყო“.

დღეს ტყუ­პე­ბი 3 წლი­სა­ნი ხდე­ბი­ან. ბე­ბი­ას "დე­დას" ეძა­ხი­ან, რაც მა­რი­ნას­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლია. 44 წლის ქალი ამ­ბობს, რომ ღა­მე­ებს ცრემ­ლებ­ში ათე­ნებს.

ოჯახს, გარ­და ემო­ცი­უ­რი ტრა­გე­დი­ი­სა, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბიც აწუ­ხებს. სახ­ლი, სა­დაც ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბი­ან, გე­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ზო­ნა­შია. კლდი­დან ქვე­ბი ცვი­ვა, რაც ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს უქ­მნის.

"ერთხელ ქვა წა­მო­ვი­და და სახ­ლს მოხ­ვდა. სა­ში­ნე­ლი ხმა ჰქონ­და... ახლა ბავ­შვი ეზო­ში რომ გა­ვი­დეს, რა იცის, სა­ი­დან რა მო­გო­რავს. წლე­ბის წინ სა­ხელ­მწი­ფომ 25 000 ლარი მოგ­ვცა, მაგ­რამ მა­შინ ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბა გვქონ­და, ეგ თან­ხა ვა­ლებ­სა და კვე­ბას მოხ­მარ­და. ახლა ისევ ამ ში­შის ქვეშ ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ბავ­შვებს ვე­რა­ვის გა­ვა­ტან. მე­ო­რედ გავ­ხდი დედა და ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ბო­ლომ­დე ვა­ტა­რებ“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში მარინა აბაშიძემ.

ბავ­შვე­ბის მამა დაც­ვა­ში მუ­შა­ობს. მომ­ხდა­რის შემ­დეგ მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი გა­ა­უქ­მა და დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და, თუმ­ცა შვი­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×