
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებს მომდევნო 3 თვის განმავლობაში, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შესაძლოა, სირთულეები შეხვდეს. თუმცა, ბევრი თქვენგანისთვის ეს დაბრკოლებები მნიშვნელოვან გამოცდილებად გადაიქცევა და სამომავლოდ წარმატების მიღწევაშიც კი დაგეხმარებათ:
ვერძი
შესაძლოა, ბოლო თვეების განმავლობაში მთლიანად თქვენს საქმიანობაზე იყავით ორიენტირებული და გსურდათ, რაც შეიძლება, კარგი შედეგი მიგეღოთ. თუმცა, შესვენების გარეშე, მუდმივად მუშაობა ემოციურ "გადაწვასა" და იმედგაცრუებას გამოიწვევს. საკუთარ თავს დასვენების დრო აუცილებლად მიეცით. დაკავდით საყვარელი საქმიანობით, ჰობის განვითარებაზე, ახალი ცოდნის მიღებაზე იფიქრეთ. მომდევნო თვეების განმავლობაში ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. იმისათვის, რომ წინსვლა განაგრძოთ, აუცილებელია, პერიოდულად, საკუთარ თავს განტვირთვის საშუალება მისცეთ. (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც 2025 წლის დეკემბერში განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება - ასტროლოგები ასახელებენ)
კირჩხიბი
კირჩხიბი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური ნიშანია. ზამთრის პერიოდი კი მათ ემოციებს კიდევ მეტად გაააქტიურებს. შესაძლოა, მცირე ცვლილებამაც კი თქვენზე უარყოფითად იმოქმედოს და გარკვეულ პასუხისმგებლობებთან გამკლავება გაგიჭირდეთ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. მოაწყვეთ ოჯახური შეკრებები, ხშირად შეეხმიანეთ მეგობრებს, მყუდრო ატმოსფეროს შექმნას შეეცადეთ. ეს თქვენთვის ნებისმიერ ამინდსა და პირობებში უსაფრთხო თავშესაფარი იქნება.
ლომი
მომდევნო თვეების განმავლობაში შესაძლოა, თავდაჯერებულობის ნაკლებობა იგრძნოთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანოთ. ყურადღების ნაკლებობამ შეიძლება, შინაგანი სიცარიელე გამოიწვიოს. თვითგანვითარება საუკეთესო საშუალება იქნება იმისათვის, რომ საკუთარი ძალების ირწმუნოთ და თავდაჯერებულობა დაიბრუნოთ. ამავდროულად, საკუთარ თავთან ჰარმონია დაგეხმარებათ იმის გააზრებაში, რომ მთავარია, პროცესით თავად იყოთ კმაყოფილი, სხვა ადამიანების შექება აღარ გჭირდებათ.
თხის რქა
თქვენი თანდაყოლილი პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა შეიძლება ამ ზამთარს ერთგვარ დაბრკოლებად გადაიქცეს. თუ ყველა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას დაიწყებთ და დასვენების საჭიროებას უგულებელყოფთ, ემოციური "გადაწვის" ზღვარზე აღმოჩნდებით. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობების განაწილებაზე იფიქროთ და აუცილებლად დაისვენოთ. ბალანსის შენარჩუნება თქვენი მთავარი ამოცანა იქნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე