
გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაშია - პირველი შემთხვევებიც იმაზე ადრე დაფიქსირდა, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო, თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ ამაში საგანგაშო და უჩვეულო არაფერია. წელიწადის ამ დროს გაზრდილი მობილობის თუ დაბალი ტემპერატურის გამო სხვადასხვა სეზონური ვირუსი ცირკულირებს. საქართველოსთან შედარებით, ბევრად მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში.
ქვეყანაში ამ დროისთვის დომინანტი A ტიპის H3N2 ვირუსია, რომელიც სხვა ინფექციებთან შედარებით, გაცილებით რთული მიმდინარეობით ხასიათდება. გართულების შემთხვევაში კი პაციენტები ხშირად პნევმონიის დიაგნოზით სტაციონარში ხვდებიან.
პიკს სპეციალისტები იანვარ-დეკემბრის თვეში ელოდებიან. მიმართვიანობის გაზრდის შემთხვევაში, ყველა სამედიცინო დაწესებულებას ზომები მიღებული აქვს. კვლავ ხელმისაწვდომია ვაქცინა, რომელიც უფასოა და ყველაზე ეფექტური საპრევენციო საშუალებაა.
გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. ექიმების მთავარი რეკომენდაცია სეზონური ვირუსების წინააღმდეგ ჰიგიენური ნორმების, წესების დაცვა და ვაქცინაციაა.