
ამერიკულმა დელეგაციამ შეგვატყობინა, რომ, მათი შეფასებით, მოსკოვში საუბრებს დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა სამშვიდობო პროცესისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
სიბიგას თქმით, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსტემ უმეროვს ესაუბრა.
სიბიგას დეტალებზე არ უსაუბრია, რადგან მისი თქმით, საუბარი ტელეფონით შედგა და “უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, რთულია წარმოდგენა, რომ შეხვედრის დეტალები განეხილა”.
“ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს, რომ, მათი შეფასებით, მოსკოვში საუბრებს დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა სამშვიდობო პროცესისთვის. ეს არის მათი შეფასება. და მათ უკრაინული დელეგაცია მოიწვიეს, რათა უახლოეს მომავალში ამერიკაში ჩვენი საუბრები გავაგრძელოთ”, - განაცხადა სიბიგამ.