
"ოპოზიციური მედია უცხო ქვეყნის მიზნებს ემსახურება და არა, საქართველოს, უნდათ, აჩვენონ ის, რომ თითქოს საქართველოს მიმართ რისკები არ არსებობდა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მოწოდებების უკან, როდესაც საქართველოს სთხოვდნენ სანქციების დაწესებას და ესკალაციაზე წასვლას ეს ნიშნავდა, რომ მათ კარგად ჰქონდათ გააღებული, რომ ქვეყანას, ომში უბიძგებდნენ.
"ვინმეს თუ უნდა, რომ ქართველი ხალხი ასეთი შტერი ეგონოს, რომ ფიქრობს, როცა დიდი ქვეყნის წარმომადგენელი მოდის და გეუბნება, რომ წადი, შეაგინე, სანქციები დააწესე, ესკალაცია დაიწყეო, ამის უკან იმის გააზრება არ დგას, რომ ეს პირდაპირ კონფლიქტში შესვლას ნიშნავს. ვისაც უნდა, რომ თავი ასე დაიბრმაოს და სპეკულაციებს მიმართოს, ერთ რამეს ვეტყვი - მშვენიერი, ქართული ფილმია - "რეკორდი", სადაც დურუ ხუნჭუას ეუბნებიან, მდინარის მეორე პირას მყოფ ადამიანს შეაგინოს, რათა მას ქვა ესროლოს. ეს უცხოეთის მაამებელი პროპაგანდისტები სინამდვილეში რას ამბობენ? ადამიანს რომ უთხრა, წადი და ვიღაცას შეაგინეო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩხუბში ითრევ ვიღაცასთან? აბა, რას ნიშნავს, როცა ადამიანს ეუბნები, რომ წადი, ესკალაციაზე, გამძაფრებაზე, გამწვავებაზე. თან იმ ქვეყანასთან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტიგენტზე ყველაზე დიდი ომი დაიწყო და დამთხვევაა თუ არადამთხვევა, ასე აღმოჩნდა, რომ იგივე ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში ტანკები უყენია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვინმეს უნდა, რომ ქართველი ხალხი ასეთი შტერი ეგონოს, რომ ფიქრობს, როცა დიდი ქვეყნის წარმომადგენელი მოდის და გეუბნება, რომ წადი, შეაგინე, სანქციები დააწესე, ესკალაცია დაიწყეო, ამის უკან იმის გააზრება არ დგას, რომ ეს პირდაპირ კონფლიქტში შესვლას ნიშნავს", - განაცხადა პაპუაშვილმა.