
იყო კლინიკური შრომა, არავითარ სხვა რამეზე არ იყო საუბარი. კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, - ამის შესახებ ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩახუნაშვილის თქმით, კვლევის მიზანი იყო პრევენციული ღონისძიებების გატარება.
“ეს იყო კლინიკური შრომა, არავითარ სხვა რამეზე არ იყო საუბარი. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნება ჩვენი მედიკოსების, რომ თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო და გატარებულიყო პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ადამიანებისთვის იქნებოდა საჭირო.
პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველასთვის ღია იყო, ყველა კომპონენტის დაცვით, კონფიდენციალურობის დაცვით. გამოთქვეს სურვილი და ჩვენ გავუგზავნეთ კითხვარები შესავსებად.
როდესაც კითხვარების პასუხებში ვნახეთ, რომ იყო საყურადღებო ელემენტები, შევთავაზეთ კვლევა, რომელშიც შედიოდა ელექტროკარდიოგრამა, კაპილაროსკოპია, კლინიკური ანამნეზი, სისხლის საერთო ანალიზი და კოაგულოგრამა. ეს ყველაფერი შეჯამდა, პროფესიონალურად იქნა ნანახი.
კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, კლინიკური ანალიზი, კლინიკური კვლევა არის სულ სხვა რამ”, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.