რეზონანსი
03.12.2025

ბრიუსელმა უარი უნდა თქვას საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ქმედებებზე, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„მაშინ, როდესაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებსა და ევროკავშირის სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჰიბრიდულ ოპერაციაში არიან ჩართულები. ან გაემიჯნოს, ან თანხა აღარ გადაუხადოს, ან რაღაც მოიფიქროს, რადგან ასე დამალობანას თამაშს ჩვენ არ ვაპირებთ. თვითონ არ ჩნდებიან და ისევ ქართველების ხელით ურევენ სიტუაციას ქვეყანაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუსში დაიბარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×